ქ.მ.V.18. (EN)

Grade V

მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
  • იყენებს კომუნიკაციური სიტუაციის (მაგ., მილოცვა, დაპატიჟება, შთაბეჭდილების გაზიარება, გრძნობის გამოხატვა, ინფორმაციის გაცვლა და სხვა) შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს, შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ ფორმებს;
  • წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
  • მართებულად იყენებს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
  • ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა);
    • ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
    • სათანადოდ აფორმებს მარტივი წინადადების ფარგლებში სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვებს;
    • იცავს მარლთწერის წესებს რთული რიცხვების დაწერისას;
    • წარსულში შესრულებული მოქმედებებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმას (უწყვეტელი _ წყვეტილი);
    • სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

resources