ქ.მ.V.10. (EN)
Grade V
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language
indicators
- ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (სათაურები, რუბრიკები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ლოგოები, წარწერები, სვეტები, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა);
- სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
- განარჩევს სხვადასხვა ტიპის ტექსტს მათ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაკვირვებით (მაგ., მოთხრობას, ზღაპარს ლექსისგან, პირადი წერილისგან); ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., შემეცნებით ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, წარწერები, ილუსტრაციები და სხვა);
- ამოიცნობს და ასახელებს ლიტერატურული ზღაპრისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, თავისებურებებს (მაგ., ავტორი, ზღაპრული ელემენტები, ენობრივი ფორმულები - იყო და არა იყო რა; ჭირი იქა, ლხინი აქა; გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა და სხვა);
- ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ ნიშნებს (მაგ., მხატვრულ ტექსტში ზმნების ჭარბი გამოყენება, ამბის/მოვლენების განვითარების გამოხატვის შესაბამისი მარკერები, პირდაპირი ნათქვამი, ავტორისეული მეტყველება და სხვა; კორესპონდენციაში - მისალმება/დამშვიდობებისა და მიმართვის ფორმულებს და სხვა);
- ამოიცნობს აღწერითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ ნიშნებს (მაგ., ზედსართავი სახელების ჭარბი გამოყენება, ზმნების ძირითადად ერთი დროის ფორმით ხმარება და სხვა);
- ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
- ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., ორი წერტილი, ტირე).