ქ.მ.IV.16. (EN)

Grade IV

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
  • სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ვის როდის აქვს დაბადების დღე? რომელი კერძი/თამაში/ცხოველი/წელიწადის რომელი დრო... მოსწონს/არ მოსწონს? რით ერთობა? რა სიხშირით მოქმედებს და სხვა);
  • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
  • მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., გაცნობა/წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, ვიზიტი ექიმთან, სატელეფონო დიალოგები და სხვა);
  • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
  • წინადადების ფარგლებში იცავს მიზეზშედეგობით კავშირებს (მაგ., მტკივა იმიტომ, რომ ხელი არ დავიბანე...);
  • ცდილობს მართებულად გამოიყენოს  თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
  • სასვენ ნიშნებს უსადაგებს ინტონაციას.

resources