ქ.მ.IV.11. (EN)

Grade IV

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კითხვის სათანადო სტრატეგიები.

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • აკვირდება და ასახელებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ტიპოგრაფიულ თავისებურებას (მაგ., სათაური მსხვილი შრიფტით, წარწერა - გადახრილი ან ფერადი შრიფტით და სხვა);
  • შინაარსის გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს - მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • განარჩევს ტექსტის სხვადასხვა სახეს სტრუქტურულ,  ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაყრდნობით (მაგ., რეცეპტს განარჩევს ღია ბარათისაგან, ღია ბარათს - შემეცნებითი ტექსტისაგან) და ასახელებს მათ (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, ბოლოს ხელმოწერა და სხვა);                                                                                                                
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა.

resources