ქ.მ. XII.17. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით,  მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს);
  • საჭიროების შემთხვევაში რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას.
  • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
  • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  • წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
  • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, სჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება -  ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
  • ნაწერის შესწორებისას მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან,  ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს,  რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
  • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და, გარკვეულწილად, შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
  • ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით (ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, შეცვალოს ტექსტი და სხვა);
  • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
  • ნაწერს გადაათეთრებს;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.        

resources