ქ.მ. XII.13. (EN)
Grade XII
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ან სამეცნიერო მასალის დამუშავების მიზნით ტექსტის დაწერა.
Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language
indicators
ა) შეუძლია კონსპექტის შედგენა.
- დაკონსპექტებამდე ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს და წინასწარ შეადგენს სათანადო გეგმას;
- ამზადებს სქემატურ ჩანაწერს;
- ამ ჩანაწერზე დაყრდნობით საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ინფორმაციას/ტექსტის შინაარსს;
- გამოკვეთს ტექსტის თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
- გამოკვეთს მთავარ საკითხს არამთავარი საკითხებისაგან;
- თითოეულ საკითხს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს გამოყოფს, მონიშნავს მარკერით (ან სხვა დამატებითი საშუალებებით);
- უცნობ სიტყვებსა და ტერმინებს განმარტავს სათანადო ლექსიკონების გამოყენებით;
- მიმართავს ტექსტის პერიფრაზირებას (ანუ ინფორმაციას გადმოწერს საკუთარი სიტყვებით).
ბ) შეუძლია რეზიუმეს დაწერა.
- რეზიუმეს დაწერამდე ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
- აზრობრივი მონაკვეთები დაჰყავს ძირითად, მთავარ აზრამდე, სათქმელამდე;
- მიუთითებს ტექსტის ძირითად მახასიათებლებს (ავტორი, სათაური, გამოცემის წელი და სხვა);
- აყალიბებს მთავარ თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
- მარტივად და ნათლად გადმოსცემს ცალკეული მონაკვეთის ძირითად სათქმელს/აზრს;
დ) შეუძლია გამოკვლევის დაწერა.
- შეარჩევს თემას/საკითხს;
- ტექსტის ტიპის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ფორმასა და სტილს;
- ფაქტებზე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას;
- მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას/პოზიციას მოცემული პრობლემის, საკითხის მიმართ;
- მსჯელობს გამოთქმული თვალსაზრისების/პოზიციების შესახებ და აფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
- საკუთარი პოზიციის/მოსაზრების დასაბუთებისას იყენებს პირდაპირი (მაგ., არგუმენტებიდან გამომდინარე დასკვნით ამტკიცებს თეზისს ანუ დებულებას) და ირიბი (მაგ., საწინააღმდეგო დებულების მტკიცებით ასაბუთებს ძირითად დებულებას) დასაბუთების ხერხებს;
- არგუმენტების წარმოდგენისას იმოწმებს სხვადასხვა წყაროს (მაგ., ფაქტები Iჩთორიიდან, მეცნიერებიდან, პრესა, ინტერნეტი და ა.შ.);
- აანალიზებს და აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ თემასთან/საკითხთან დაკავშირებით და გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.