ქ.მ. XII. 8. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას (მაგ., აბზაცის დანიშნულება პროზაულ ტექსტში; იგავ-არაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები და მათი ფუნქცია და სხვა);
  • ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში, ან რომლებშიც იგულისხმება ერთგვარი ირონია და სხვა;
  • ამოიცნობს სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც წარმოაჩენს ავტორის დამოკიდებულებას თხრობის (ასევე აღწერის, მსჯელობის) საგნის მიმართ;
  • მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე ნაწარმოებში (მაგ., პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება, პერსონაჟის მეტყველება და სხვა);
    • მსჯელობს პროზაული ნაწაროების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი) დანიშნულებაზე;
    • ამოიცნობს ხშირად ხმარებულ მყარ შესიტყვებებს (იდიომატური გამოთქმები, ფრაზეოლოგიზმები);
    • სათანადოდ იგებს და საუბრობს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობაზე.

resources