ქ.მ. X. 20. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

Directions:ლაპარაკი
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
  • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
  • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო მის წარმატებას, ან გამოიწვია წარუმეტებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.

resources