ქ.მ. VIII. 6. (EN)
Grade VIII
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.
Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language
indicators
ა) შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის მისთვის საინტერესო თემებზე (ქრონიკა, ინტერვიუ...) გაგება.
- ასახელებს სტატიის თემას;
- ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად და სხვა);
- გამიჯნავს ავტორის თვალსაზრისს, შეფასებას ფაქტისაგან;
- ამოიცნობს ავტორის ემოციებსა და დამოკიდებულებებს თემისადმი, რესპოდენტისადმი;
- ამოიცნობს ავტორის, რესპოდენტის ემოციებს, დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.
ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო -შემეცნებითი ტექსტის (Iჩთორიის, კულტურის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან) წაკითხვა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
- ტექსტს ყოფს აზრობრივად გაერთიანებულ ნაწილებად (ქვეთემებად);
- ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
- ტექსტიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ და განმარტავს მას.
გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, პორტრეტები) გაგება და გაანალიზება.
- ამოიცნობს ავტორს;
- განასხვავებს ავტორსა და კონკრეტული ამბის მთხრობელს;
- განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
- ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს, გამოყოფს კარიერის ეტაპებს;
- ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას;
- შინაარსიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
- ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ბიოგრაფიულ ტექსტს (ბიოგრაფია, მოგონებები) და ავლებს მათ შორის პარალელს მსგავსება-განსხვავების მიხედვით (მაგ., ავტორის ვინაობა, რას ეყრდნობა მისი ნაამბობი და სხვა).