ქიმ.IX.9. (EN)
Grade IX
მოსწავლეს შეუძლია აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანის გადასაჭრელად
Directions:ქიმიური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Chemistry
indicators
- ატარებს ექსპერიმენტს, მონაცემების საფუძველზე ადგენს ქიმიური რეაქციის ტოლობას, ატარებს რაოდენობრივ გამოთვლებს;
- აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად (მაგ., უცნობი ნივთიერების გამოკვლევა, მისი ფორმულის დადგენა);
- ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს _ მოლს, მოლურ მასას რეაქციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;
- იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, SI სისტემის ერთეულებს ქიმიური მოვლენების აღწერისას;
- ბურთულებისა და ღეროების გამოყენებით ქმნის მისთვის ნაცნობი რეაქციების რეაგენტებისა და პროდუქტების მოდელებს და იყენებს მათ რეაქციების დროს მასის უცვლელობის ასახსნელად;
- იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე გაზის მოლურ მოცულობას.