ქიმ.IX.6. (EN)
Grade IX
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება
Directions:ქიმიური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Chemistry
indicators
- ატარებს სათანადო ცდებს და იკვლევს სხვადასხვა მეტალის წყალთან მოქმედებას, გამოიტანს დასკვნას;
- აკვირდება სხვადასხვა მეტალის გამოყენებით ჩატარებული ცდების თანმდევ მოვლენებს (მაგ., ალის წარმოქმნა/არწარმოქმნა წყალთან რეაქციის დროს, გაზის ბუშტუკების წარმოქმნა, სითბოს გამოყოფა ) და მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე, გამოავლენს ზოგად კანონზომიერებებს;
- აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება, სპილენძი მუქდება). განსაზღვრავს, რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი - არა;
- იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად (მაგ., ნატრიუმი უფრო იოლად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ვიდრე სპილენძი); გეგმავს და სათანადო წესების დაცვით ატარებს ცდებს ვარაუდის შესამოწმებლად;
- ატარებს ცდებს და იკვლევს განზავებულ მჟავებთან მეტალების მოქმედების კანონზომიერებებსა და გამონაკლისებს;
- წერს და განაზოგადებს ქიმიური რეაქციების ტოლობებს სიტყვიერად (მეტალი + მჟავა) და/ან სიმბოლოებით.
resources

Activities