ქიმ.IX.5. (EN)
Grade IX
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა
Directions:ქიმიური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Chemistry
indicators
- ატარებს ცდებს მეტალთა ფიზიკურ თვისებებზე (მაგ., თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა) დასაკვირვებლად; მსჯელობს მეტალთა სხვა თვისებებზე (მაგ., მაღალი ლღობის ტემპერატურა, ბზინვარება, ჭედადობა, შენადნობთა წარმოქმნა, მაგნიტურობა);
- გეგმავს და ატარებს ცდებს განზავებულ მჟავებთან მეტალების ურთიერთქმედების კანონზომიერებების გამოსავლენად; გამოითვლის გამოყოფილი წყალბადის მოცულობას და/ან რაოდენობას;
- ატარებს ცდებს, იკვლევს მეტალთა კარბონატებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციების პროდუქტებს. ადგენს, რომ გამოყოფილი გაზი არის ნახშირორჟანგი;
- ეფექტიანად იყენებს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და ატარებს ცდებს მარილების სხვადასხვა გზით (მაგ., ფუძეზე მჟავას დამატება, მჟავების მოქმედება მეტალთა ოქსიდებთან) მისაღებად; წერს რეაქციების ტოლობებს სიმბოლოებით და სიტყვიერად (მაგ., მჟავა + ტუტე მარილი + წყალი); ასახელებს სხვადასხვა მარილის გამოყენების სფეროებს;
- იყენებს მიღებულ ცოდნას და გამოთქვამს ვარაუდს უცნობი მჟავასა და ფუძის ურთიერთქმედების პროდუქტების შესახებ;
- გამოკვლევის შედეგებს წარმოადგენს სხვადასხვა (მაგ., გრაფიკები, სქემები) სახით, განსაზღვრავს გამოსაკვლევ ცვლადებს (მაგ., მეტალის რაოდენობა, მჟავას მოცულობა, გამოყოფილი გაზის რაოდენობა);
- ასახელებს არამეტალთა ზოგიერთ ფიზიკურ თვისებას (მაგ., გარეგნული ნიშნებით მსგავსება-განსხვავება, ლღობისა და დუღილის დაბალი ტემპერატურა, ცუდი სითბო- და ელექტროგამტარობა); ახასიათებს გრაფიტს, როგორც არამეტალურ გამტარს;
- განასხვავებს მჟავა და ფუძე ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება ფუძეებს, მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
- წერს არამეტალების ჟანგბადთან ურთიერთქმედების ამსახველ რეაქციებს; პერიოდულობის ტაბულის გამოყენებით ადგენს მისთვის უცნობი არამეტალების ოქსიდების ფორმულებს;
- ასახელებს ზოგიერთ მარილს, მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში (მაგ., ნატრიუმის ქლორიდი - სუფრის მარილი, კალიუმის ნიტრატი -შეიცავს შავი დენთი, სპილენძ(II)-ის სულფატის კრისტალჰიდრატი - შაბიამანი, მაგნიუმის სულფატის კრისტალჰიდრატი - ინგლისური მარილი, ვერცხლის ბრომიდი - შეიცავს ფოტოფირი);
- გეგმავს და ატარებს ცდებს რეაქციის მიმდინარეობის დამადასტურებელი ნიშნების (მაგ., გაზის გამოყოფა, სითბოს გამოყოფა/შთანთქმა, ფერის შეცვლა) გამოსაკვლევად;
- აღწერს მეტალების ზოგიერთ საერთო ნიშანს (მაგ., სიმტკიცე, დრეკადობა, თბო- და ელექტროგამტარობა), რომლებიც განაპირობებს მათ გამოყენებას; მოიპოვებს ინფორმაციას მეტალთა შენადნობების გამოყენების შესახებ;
- მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული მეტალებისა და არამეტალების და მათი გამოყენების შესახებ, მასალების აუდიტორიის წინაშე წარდგენისას ადეკვატურად იყენებს სათანადო ტერმინებს.
resources

Activities
Einstein's Laboratory