ქართ. XII. 2. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
  • შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
  • შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
  • მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა.შ. თვალსაზრისით);
  • შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);
  • შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას. 

resources