ქართ. XII. 12. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • შეარჩევს თემას / თემებს რეფერირებისათვის;
  • მოიძიებს და გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით რეფერატისთვის შეარჩევს რამდენიმე წყაროს;
  • შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს მასალას/საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი;
  • ადგენს რეფერატის გეგმას;
  • წერს რეფერატს შესაბამის ფორმატში;
  • მკაფიოდ მიუთითებს რეფერატისთვის შერჩეულ სხვადასხვა წყაროს და იცავს შესაბამის სქემას, მაგალითად, შესავალში ასახელებს წყაროებს, გამოქვეყნების დროსა და ადგილს; გვთავაზობს ცნობებს ავტორის შესახებ, ცალკეული ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდს და ა. შ.;
  • თანამიმდევრობით გადმოსცემს ცალკეულ წყაროებში გაშუქებულ საკითხებს, პრობლემებს; შეაფასებს, უდარებს, უპირისპირებს ერთმანეთს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს; ნაწილობრივ / სრულიად ეთანხმება / არ ეთანხმება  / ითვალისწინებს ავტორთა დებულებებს.

resources