ქართ. XII. 11. (EN)

Grade XII

მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
  • სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების, საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და ა. შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით  (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა და ა.შ.);  
  • შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;
  • შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
  • იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.

resources