ქართ. XI. 4. (EN)

Grade XI

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებს (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობისა და ა.შ. თვალსაზრისით;
  • ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
  • ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
  • ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;
  • იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს) ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;
  • აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმპროვიზებულით.

resources