ქართ. XI. 14. (EN)

Grade XI

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას;
  • გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;
  • წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე   მასალას;
  • აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;
  • იყენებს ჩანაწერებს ძირითადი და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
  • შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
  • საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს ასწორებს გრამატიკულ, პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.

resources