ქართ. XI. 13. (EN)

Grade XI

მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ადეკვატურად იყენებს თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ ზმნა-შემასმენლის ფორმებს, ავტორისეული პოზიციის გამომხატველ დამხმარე ზმნებს, გაიაზრებს და აგებს თხრობითი (აღწერითი, მსჯელობითი) ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების კავშირებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს, ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს;
  • სათანადოდ იყენებს ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას კონტამინაციური ტექსტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ენაცვლება თხრობა, მსჯელობა, აღწერა;
  • ენობრივი და სტილური საშუალებების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმით გადმოსცემს მთავარ სათქმელს (მაგ. როლური ტექსტის სახით ჩაწერს თხრობით ტექსტს ან პირიქით, როლურ ტექსტს გადააკეთებს თხრობით ტექსტად);
  • განარჩევს და შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით წერილობით ტექსტში წარმოადგენს ინფორმაციას, კომენტარს, პროგნოზს, ვარაუდს, ეჭვს და ა.შ.

resources