ქართ. XI. 1. (EN)

Grade XI

მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
  • ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
  • წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
  • მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
  • საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
  • საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
  • იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
  • ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).

resources