ქართ. X. 7. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
  • მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
  • ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.

resources