ქართ. X. 6. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • აღწერს ტექსტის კომპოზიციას; აღნიშნავს, რას წარმოადგენს ტექსტი: დასრულებულ ნაწარმოებს, წინადადებას, პოეტურ სტროფს თუ პროზაულ ფრაგმენტს; აანალიზებს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი);
  • მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის...) დანიშნულებაზე;
  • აღნიშნავს, რომელ პირშია (I თუ III) თხრობა და მსჯელობს, რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
  • მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები და მათი საშუალებით ამოიცნობს მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას;
  • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი / ირიბი ნათქვამით) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
  • განსაზღვრავს ტექსტში მონოლოგის, დიალოგის, პოლილოგის ფუნქციას;
  • განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;
  • ახასიათებს წინადადებათა გადაბმის სახეებს (ჯაჭვური, პარალელური);
  • განსაზღვრავს ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მწიგნობრულს; სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს, პუბლიცისტურს, მხატვრულს);
  • აღნიშნავს, ტექსტის ორგანიზების რა ხერხები (ალიტერაცია, პარალელიზმი, გრადაცია, ინვერსია, რეფრენი და სხვ.)  გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით.

resources