ქართ. VIII. 8. (EN)

Grade VIII

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
  • შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
  • ამოიცნობს და აღწერს ზოგიერთ ტექნიკურ ხერხს, რომელიც გამოყენებულია გარკვეული განწყობის შესაქმნელად (მაგალითად, ტექსტის დიზაინს: დიალოგებისა და მონოლოგების მონაცვლეობა, ტექსტის თავებად და აბზაცებად დაყოფა; ნაწილების დასათაურება და ა. შ.);
  • ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას (არქაიზმებს, დიალექტურ ფორმებს, ჟარგონს, ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს და სხვ.).

resources