ქართ. VIII. 5. (EN)

Grade VIII

მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
  • ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
  • არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
  • პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;  
  • მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
  • საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;
  • პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
  • გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.

resources