ქართ. VIII. 10. (EN)

Grade VIII

მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
  • ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
  • უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
  • პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;
  • გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;
  • ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.

resources