ქართ. VII. 9. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს, საქმიანს);
  • ამოიცნობს მეტყველების ტიპებს (თხრობას, აღწერას, მსჯელობას) ერთი ტექსტის ფარგლებში;
  • ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ძირითადი მახასიათებლების დანიშნულებას (მაგალითად, სტროფებად დაყოფის ან რიტმის, რითმის და ბგერწერითი ეფექტების დანიშნულებას ლექსში; აბზაცის დანიშნულებას პროზაულ ტექსტებში);
  • გამოყოფს საინფორმაციო ტექსტში წამყვან აბზაცს და დამატებით აბზაცებს;
  • ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში: ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების (მაგალითად, დეტექტივის, ისტორიული მოთხრობის, იგავ-არაკის...) დასაწყისს; განმარტავს, რა იქცევს მკითხველის ყურადღებას;
  • ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასიათებას, მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს და სხვ.);
  • ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, რომლებიც მსჯელობის შედეგს ასახავს (მაგ., „შესაბამისად...“, „აქედან ის დასკვნა გამოგვაქვს, რომ...“, „მაშასადამე...“ , „ამგვარად...“, „ესე იგი...“, „დაბოლოს...“ და სხვ.);
  • ამოიცნობს და განმარტავს ფრაზებსა და სიტყვებს (განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველ ზმნებს), რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან (თვალსაზრისისაგან);
  • ამოიცნობს და განმარტავს ზოგიერთ სტილისტურ ხერხს (მაგ., განმეორებას, პარალელიზმს და ა.შ.);
  • ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას ტექსტში;
  • განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები და რა მარკერები მიგვანიშნებს მათზე (მაგ., დროის აღნიშვნა: მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ და ა. შ.;  ადგილის აღნიშვნა: შორს, ცხრა მთას იქით, პატარა სოფელში და ა. შ.; მოვლენათა თანამიმდევრობის აღნიშვნა: მაშინ, შემდეგ, დაბოლოს და სხვ.);
  • განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში; ატარებს ექსპერიმენტს _ გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში ან პირიქით და აღწერს მიღებულ ეფექტს;
  • აკვირდება და ასახელებს, რა სახის ტექსტები იწერება I, II ან III პირში (ავტობიოგრაფიული, მემუარული, ლირიკული ტექსტები, დღიურები, პირადი წერილები, განცხადებები და სხვ.);
  • ატარებს ექსპერიმენტს ზმნის დროებთან დაკავშირებით: იღებს თხრობითი ხასიათის ტექსტს, გადაჰყავს ზმნები წარსული დროის ფორმიდან აწმყოში და მსჯელობს მიღებულ ეფექტზე;
  • ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს ტექსტში (სინტაქსურ კონსტრუქციებს, სპეციფიკურ ლექსიკას, ფრაზეოლოგიზმებს, მყარ შესიტყვებებს);
  • განმარტავს ენის არასალიტერატურო ფორმების (ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის) გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.

resources