ქართ. VI. 7. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
  • ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
  • ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
  • განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტს - თვალსაზრისისაგან;
  • ამოიცნობს მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს  შორის არსებულ ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
  • გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
  • განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას;
  • თხრობითი ხასიათის ტექსტებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, მოქმედების განვითარებას და ა.შ.);
  • განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს;
  • გამოკვეთს მთავარ ინფორმაციას და გადმოსცემს მას საკუთარი სიტყვებით;
  • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს და პირიქით – ვრცლად გადმოცემულ ამბავს გადმოსცემს მოკლედ.

resources