ქართ. VI. 5. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • იყენებს მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისას;
  • ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
  • ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
  • ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
  • აზრის გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება აუდიტორიის წინ და ამყარებს მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს; მეტყველებისას იყენებს მიმართვის, მსმენელთა ყურადღების მობილიზებისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის თავაზიან ფორმებს);
  • გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო ამოცანას, სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და ა.შ. მეშვეობით) აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს;

შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.

resources

Activities