ქართ. VI. 3. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს შესაბამის კონტექსტს;
  • შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (საინფორმაციო, ვიზუალურ და ა. შ.) მასალას სანდოობის თვალსაზრისით;
  • წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
  • განიხილავს მიზნობრივი ტექსტის ამა თუ იმ სახეს, მაგ., რეკლამას, და ასახელებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეს, რომლის აფიშირებასაც ეწევა რეკლამა; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს რეკლამის ღირსებას ან ნაკლს, ასახელებს სიტყვებს და სხვა გამომხატველობით საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადმოსცემს რეკლამის მიზანს;
  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს;
  • ამოიცნობს ამ პროგრამების სტრუქტურას და აგების ძირითად პრინციპებს;
  • თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს ნანახი ან მოსმენილი გადაცემის შესახებ. 

resources

Activities