ქართ. VI. 15. (EN)

Grade VI

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • წერს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რ თხზუ­ლე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლ ტექ­სტს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გამო­ყე­ნე­ბით;
  • ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
  • სა­ჭი­რო ენობ­რი­ვი მა­სა­ლის მო­სა­ძი­ებ­ლად იყე­ნებს სხვა­დას­ხვა და­მხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბას (სი­ნო­ნი­მურ განმარტებებს, სიტყვათშეხამებებს, მყარ შესიტყვებებს, ფრაზეოლოგიზმებს; მუშაობს ლექ­სი­კო­ნზე...);
  • აზ­რობ­რი­ვი სრულ­ყო­ფი­ს მიზნით, და­მა­ტე­ბით ­სვამს ტექ­სტ­ში სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბსა და გამო­ნათ­ქვა­მე­ბს;
  • წერილობით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს როგორც ვრცლად, ისე მოკლედ სხვადასხვა ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით, ურთავს კომენტარებს;
  • მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);
  • თემისა და რესპოდენტის გათვალისწინებით ადგენს მარტივ შეკითხვებს ინტერვიუსათვის; ატარებს მარტივი სახის გამოკითხვას კონკრეტულ თემაზე; ჩაწერს და შესაბამისად აფორმებს ტექსტს. 

resources

Activities