ქართ. IX. 8. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
  • სწორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და დამატებით ინფორმაციას, რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების, ცხრილების, სქემების, განსხვავებული შრიფტის საშუალებით;
  • აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის;
  • იყენებს სქემებს, დიაგრამებს, ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
  • იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის/ფრაზის მნიშვნელობის გასაგებად;
  • ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.

resources