ქართ. IX. 5. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
  • აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
  • ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
  • სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
  • ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
  • საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;
  • აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ. ანეკდოტებს, ვიზუალურ მასალას, ემოციურ წიაღსვლებს და ა. შ.).

resources