ქართ. IX. 11. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს;
  • სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს; 
  • კონკრეტული მიზნის მიხედვით ცვლის ტექსტის ტიპს, გადაჰყავს ერთი ტიპის ტექსტი მეორეში (მაგალითად, თანაკლასელთა ინფორმირების მიზნით პრესაში გამოქვეყნებული ანგარიშის ტექსტს აყალიბებს თხრობით ტექსტად);
  • აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ / დამაინტერესებელ საშუალებას (მაგალითად, მოგონებას, ციტატას, იუმორს, პარალელს და სხვ.).

resources