ქართ. IV. 13. (EN)

Grade IV

მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა

Directions:წერა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
  • ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
  • მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
  • სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;

მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, მრავალწერტილს...).

resources