ქართ. III. 6. (EN)

Grade III

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
  • განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
  • აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
  • საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
  • იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
  • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
  • განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
  • ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობას;
  • ითვლის ტექსტში რეპლიკების რაოდენობას;
  • განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის რეპლიკა და ვინ არის მისი ადრესატი;
  • განსაზღვრავს რეპლიკის მიზანს (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა,  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
  • ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
  • გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);

ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.

resources