ქართ. I. 4. (EN)

Grade I

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

Directions:მოსმენა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
  • სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
  • ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
  • ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
  • აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
  • აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
  • იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.

resources