ქარ. V. 11. (EN)

Grade V

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian Language and Literature

indicators

  • აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს, რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში აღწერილი ადგილის, დროის, ამბის, პერსონაჟთა ხასიათების, მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; აფასებს, რამდენად ეხმარება მას ილუსტრაცია ტექსტის აღქმაში და/ან იძლევა თუ არა იგი დამატებით მასალას ტექსტის შესახებ;
  • ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი / შესასწავლი ტექსტის შინაარსის, თემატიკის, ადგილის, დროის, პერსონაჟთა ხასიათების, ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობს, რამდენად გამართლდა მისი ვარაუდი;
  • ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით); ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;
  • ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად, სარეკლამო განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და სხვ.)  ელექტრონულ ფორმატში, სათანადოდ აფორმებს მათ  და დააგზავნის თანაკლასელებთან ელექტრონული ფოსტით;
  • აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ მიზნობრივ ტექსტს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უწყობს ხელს ტექსტის სტრუქტურა მისი შინაარსის აღქმას  (ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთმიმართების, შრიფტის სახესხვაობის, რუბრიკების, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფის, ნაწილების დასათაურებისა და ა.შ. საფუძველზე).

resources