ქ. მ. VII. 5. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.

Directions:კითხვა
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

ა) შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათი, პირადი წერილი) წაკითხვა და გაგება.

  • ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს;
    • ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოწვევა, მადლობის გამოხატვა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა);
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
  • ამოიცნობს რესპონდენტის ემოციებს, დამოკიდებულებებს, თვალსაზრისებს.

  

ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

                                                                                                    

  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
  • ამოიცნობს მთავარ თემას;
  • ამოიცნობს ტექსტის ცალკეული აბზაცის ძირითად სათქმელს;
  • ამოკრებს  ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით (მსგავსება-განსხვავება და სხვა);
  • მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
  • ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან.

 

გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, დღიური) გაგება.

  • ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
  • განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
  • ადგენს მოვლენათა თანამიმდევრობას;
  • ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს;

 

დ) მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (აფიშა, ანონსი, ანოტაცია, რეკლამა) გაგება.

  • ამოიცნობს ტექტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ადრესატი, ფორმატი);
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღი, ფასი, ადგილი და სხვა);
  • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას.

resources