ქ. მ. VII. 20. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

Directions:ლაპარაკი
Subject group:Official Language
Subject:Georgian as a Second Language

indicators

  • საუბრის მიზნის, ადრესატისა და კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და სათანადოდ აფორმებს შესაბამის სტილს;
  • ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
  • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანებისა და გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
  • დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
  • მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითის ფორმებს.
  • წართქმითი და უკუთქმითი ბრძანების (არ/ნუ) გამოსახატავად  სწორად იყენებს ზმნის სათანადო მწკრივის ფორმებს.

                           

resources