მოქ.X.5. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში

Directions:მდგრადი განვითარება
Subject group:Social Sciences
Subject:Civic Education

indicators

  • საკუთარი დასახლებაში გამოყოფს სხვადასხვა სოციალურ უმცირესობებს (მაგ.: მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარი ბავშვები, იმიგრანტები და ა.შ.); მსჯელობს ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე;
  • გამოყოფს საქართველოში, მისი აზრით, ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს და მსჯელობს საზოგადოების მხრიდან მათი დახმარების შესაძლებლობებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
  • თანაკლასელებთან ერთად განიხილავს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაციაში საკუთარ დსახლებაში; სახავს გეგმას და სკოლის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.
  • თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს იმ საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც, მისი აზრით, საზოგადოების თანადგომა სჭირდება; გამოავლენს ამ ჯგუფის საერთო მიზნებსა და ამოცანებს; თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ამ საზოგადოებრივ ჯგუფის (ან კონკრეტული წარმომადგენლების) დასახმარებელ ღონისძიებებს და სკოლის თვითმმართველობის ხელშეწყობით, თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შერჩეული ჯგუფის დასახმარებლად;
  • მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში \"რა შეგვიძლია შევმატოთ სკოლას?\", რომლის მიზანია სკოლის საჭიროებებისა და თანაკლასელთა შესაბამისი შესაძლებლობების დაზუსტება; ითვალისწინებს წინა წელს  გაწეული ანალოგიური სამუშაოს შედეგებს და შეიმუშავებს საკუთარ სამოქმედო გეგმას, რომელსაც შეათანხმებს თანაკლასელებთან; დაგეგმილ აქტივობებში (მაგ.: სკოლის ბიბლიოთეკის ან სპორტული დარბაზის შევსება, უმცროსკლასელთა ექსკურსიებში მასწავლებელთა დახმარება, სკოლისა თუ მისი გარემოს კეთილმოწყობა და ა.შ.). ასრულებს მისთვის გამოყოფილ როლს.

resources