მოქ.X.11. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში

Directions:თვითმმართველობა და მმართველობა
Subject group:Social Sciences
Subject:Civic Education

indicators

  • მსჯელობს დემოკრატიის ჩასახვისა და განვითარების შესახებ; ადარებს საქართველოსა და რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითებს;
  • მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად ადგენს უფლებებისა და მოვალეობების ნუსხას, რომელიც სასწავლო წლის მანძილზე მათთვის სავალდებულო ხასითს იძენს; 
  • მსჯელობს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე და ადარებს მათ;
  • საქართველოს ან სხვა ქვეყნის ისტორიიდან ასახელებს მოვლენებს, როდესაც სახელმწიფო მმართველობაში ცვლილებები მოხდა საზოგადოების ზეგავლენით; აფასებს ამ მოვლენების შედეგებს დემოკრატიის მშენებლობაში წინსვლის (ან უკუსვლის) თვალსაზრისით;
  • ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
  • საქართველოს კონსტიტუციაში მოიძიებს მუხლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს ეხება; მათი გაანალიზების საფუძველზე მსჯელობს  მათ შესაბამისობაზე დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან (მაგ.: საყოველთაობა, პირდაპირობა, კენჭისყრის ფარულობა, თანასწორობა); საკუთარი სკოლის, დასახლების ან რეგიონის მაგალითზე აფასებს სხვადასხვა საარჩევნო (მაგ.: მაჟორიტარული, პროპორციული და ა.შ.) სისტემებს მოქალაქის უფლებების დაცვის პოზიციიდან;
  • ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს; შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის წასახალისებლად;
  • ეცნობა და მეგობრებთან ერთად განიხილავს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; აანალიზებს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მაგ.: მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად წერს წლიური ანგარიშის პროექტს სკოლის განვითარებაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ.

resources