მოქ.IX.11. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია  სკოლის თვითმმართველობის დემოკრატიულ პროცესში ნაყოფიერი მონაწილეობა

Directions:თვითმმართველობა და მმართველობა
Subject group:Social Sciences
Subject:Civic Education

indicators

  • ჩამოთვლის, მისი აზრით, კლასისთვის (ან სკოლისთვის) აქტუალურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაშიც თავად სურს მონაწილეობა და თანაკლასელებს (დამრიგებელს ან სკოლის ადმინისტრაციას) წარუდგენს ამ საკითხთა მოგვარების მისეულ გეგმას;
  • თანაკლასელებს ახსენებს მე-7 კლსში შემუშავებულ საკლასო კონსტიტუციის შინაარსს; აცნობს მათ დოკუმენტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს; საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისას იცავს რეგლამენტს;
  • ზეპირად ან წერილობით წარმოადგენს თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად მომზადებულ დემოკრატიული კლასის/სკოლის მოდელს; მოჰყავს არგუმენტები საკუთარი დასკვნების დასამტკიცებლად;
  • საკუთარი სკოლის თვითმმართველობის მაგალითზე განიხილავს მოსწავლეების როლს დემოკრატიის მშენებლობაში;
  • ასაბუთებს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხარისხიანი განათლებისათვის;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს სკოლის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და მათ შედეგებს; აანალიზებს განხილვის შედეგებს და წერს რეკომენდაციებს სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ, რომლებსაც სათანადო ფორმით წარუდგენს შესაბამის კომპეტენტურ პირს ან ორგანოს.

resources