მათ. I.7. (EN)

Grade I

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა

Directions:გეომეტრია და სივრცის აღქმა
Subject group:Mathematics
Subject:Mathematics

indicators

  • რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
  • უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
  • სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ;
  • მითითებული წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე.

resources

Activities

აქტივობების აღწერა

1) მოსწავლეები წინასწარ დამზადებული გეომეტრიული ფიგურების მოდელებით ქმნიან აპლიკაციებს (კაცუნები, სახლები, მატარებელი, ....).

2) მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, მითითებული მიმდევრობით წერტილების შეერთებას, რათა მიიღონ გარკვეული ნახატი (ბაჭია, ვარსკვლავი, ....).

3) ადგილის გარემოებათა მეოხებით მოსწავლეს უნდა შეეძლოს სივრცეში თავისუფლად ორიენტირება. „წინ“, „მარჯვნივ“, “ზევით“ და სხვა მსგავსი დანიშნულების სიტყვებით უნდა ახერხებდეს რომელიმე გარემოს დეტალურ აღწერას, ვთქვათ, საკლასო ოთახს, სკოლის ეზოს ან ბუნების რაიმე სურათს. ზოგს სასარგებლოდ მიაჩნია მხატვრულ ნაწარმოებებში აღწერილი სურათების რეალური წარმოდგენა და დახატვაც კი. (ითვლება, რომ ქართული ენის გაკვეთილები  მეტად ცოცხალია, როცა მათ ხატვის მასწავლებელიც ესწრება და ერთად კითხულობენ ღომელიმე ნაწარმოებს.  ერთადვე  მსჯელობენ  ცოცხალ ფერებში გადმოცემულ რომელიმე ნაკვეთზე  და მის დეტალებზე. ბოლოს კი ხატვის მასწავლებელი კლასის საერთო გადაწყვეტილების მიხედვით  და მისი კარნახით მთლიან სურათს აღადგენს დაფაზე. ასსეტ გაკვეთილებზე პასიური  არავინ რჩება).

4) ადგილის გარემოებათა ასათვისებლად და ათვისების ხარისხის შესაფასებლად აქტიური თამაშებიც გამოდგება. მაგალითად, ერთმა ან რამდენიმე მოსწავლემ უნდა მიაგნოს  კლასის მიერ  საგანგებოდ გადამალულ ნივთს. გულშემატკივრები ადგილის გარემოებათა კარნახით ეხმარებიან და „მარცხნივ“, „ უკან“, „ქვევით“ , ან სხვა მსგავსი სიტყვებით მიმართულებას აძლევენ  მათ.