Mathematics (Intensified Course)

Print

მათ. გაძ. VII.2. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება ;

Directions:რიცხვები და მოქმედებები
Subject group:Mathematics
Subject:Mathematics (Intensified Course)

indicators

  • ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების მოდელზე დემონსტრირებას (მაგალითად, \"დადებითი\" და \"უარყოფითი\" ერთეულოვანი \"მუხტებით\", ე.ი. ორი განსხვავებული ფერის \"ნულოვანი წყვილებით\") ;
  • იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად.
  • ყოფს რიცხვს პროპორციულ ნაწილებად და პოულობს რიცხვს მისი მოცემული ნაწილის მიხედვით ;
  • ახდენს ნატურალურ-მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების დემონსტრირებას;
  • ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილებთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
  • ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების  შესრულების ხერხს; (ეს ხერხებია: ზეპირი, ტექნოლოგიების გამოყენებით, წერითი ალგორითმიები).

resources