Mathematics (Intensified Course)

Print

მათ. გაძ. IX.5. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია  პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.

Directions:რიცხვები და მოქმედებები
Subject group:Mathematics
Subject:Mathematics (Intensified Course)

indicators

  • ასრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად/რთულად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის განსხვავებაზე;
  • მსჯელობს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ეთიკური/სოციალური ხასიათის პრობლემების შესახებ (სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ინტერნეტში; საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის უფლება/მოვალეობები, მომსახურე მხარის უფლება/მოვალეობები);
  • მსჯელობს ინფორმაციის თეორიისა და რიცხვთა თეორიის პრაქტიკულ მხარეზე, მათ როლზე/გავლენაზე ძველ/თანამედროვე საზოგადოებაში (ტექსტური ინფორმაციის კოდირება / დეკოდირება რომელიმე ხერხით;  ფიბონაჩის მიმდევრობა და ბუნებრივი პროცესების მოდელირება/სიმულირება; ანბანის წანაცვლებით დაშიფვრის  მაგალითები ისტორიიდან - იულიუს კეისარის შიფრი: 5-ასოთი წანაცვლებული ანბანი; მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული დაშიფვრის მანქანა \"ენიგმა\");
  • იყენებს კუთხის ზომის ერთეულებს შორის კავშირებს წრეწირზე მობრუნებასთან და/ან  ბრუნვის შედეგად გადაადგილებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას.

resources