Mathematics (Intensified Course)

Print

მათ. გაძ. IX.3. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია  ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.

Directions:რიცხვები და მოქმედებები
Subject group:Mathematics
Subject:Mathematics (Intensified Course)

indicators

  • ამარტივებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების (აგრეთვე მოდულის) შემცველ გამოსახულებას მოქმედებათა თვისებების, თანმიმდევრობისა და მათ შორის კავშირის გამოყენებით;
  • ახდენს წილად-მაჩვენებლიანი ხარისხის ცნების ინტერპრეტაციას და მისი თვისებების დემონსტრირებას; ადარებს და ალაგებს  ერთი და იგივე ფუძის მქონე ხარისხებს;
  • ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს რა უფრო მიზანშეწონილია მოქმედებათა შედეგის შეფასება, თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა; იყენებს შეფასებას ნამდვილი რიცხვებზე შესრულებული გამოთვლების შედეგის ადეკვატურობის შესამოწმებლად;
  • ერთი არითმეტიკული მოქმედების შემცველ გამოსახულებაში ამრგვალებს წევრებს (ნამდვილი რიცხვებს) და პოულობს მოქმედებებათა შედეგის მიახლოებით მნიშვნელობას; მსჯელობს დამრგვალებით გამოწვეულ განსხვავებაზე;
  • მოყავს ფარდობითი აზრით \"ძალიან დიდი\" და \"ძალიან მცირე\" სიდიდეთა მაგალითები (მაგალითად:  სინათლის წელი, ელექტრონის მასა); ახდენს \"უსასრულოდ მცირეს/დიდის\" ცნების ინტერპრეტირებას ზღვრული პროცესების საშუალებით.

resources