ისტ.X.8. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია ისტორიული თემის დაწერა.

Directions:კომუნიკაცია
Subject group:Social Sciences
Subject:Introduction to History

indicators

  • ისტორიული თემის დაწერის მიზნით ირჩევს მისთვის საინტერესო საკითხს და თანდათან აკონკრეტებს მას.
  • არჩეულ საკითხზე წინასწარი კვლევის ჩატარების შემდეგ განსაზღვრავს თემის მთავარ  იდეას - თეზისს და აყალიბებს მას წინადადების სახით;[1]
  • განსაზღვრავს თემის მიზანს, ანუ იმას, თუ რა დანიშნულება აქვს თემას _ მკითხველის ინფორმირება ისტორიულ საკითხთან დაკავშირებით (ანუ ისტორიული საკითხის განმარტება, ახსნა), თუ მკითხველის დარწმუნება ისტორიული პრობლემის  საკუთარი ხედვის (არგუმენტის) სისწორეში;
  • განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მის მიერ დაწერილი თემის მკითხველი (მაგ.: თანაკლასელები, მასწავლებელი თუ ოლიმპიადის ჟიური); ამ მიზნით პასუხობს შემდეგ შეკითხვებს: რა იცის წინასწარ მომავალმა მკითხველმა თემაში განხილული ისტორიული საკითხის შესახებ? რა ცოდნა უნდა მისცეს მკითხველს ჩემმა თემამ? რა მინდა, რომ მკითხველმა დაინახოს ახლებურად? როგორ უნდა ავაგო თემა, რომ ჩემი იდეები გასაგები გახდეს კონკრეტული მკითხველისთვის?
  • ადგენს თემის დაწერის გეგმას, რაც გულისხმობს: ა) გეგმის შედგენის დროს უფრო მნიშვნელოვანი იდეების ერთ ჯგუფში განთავსებას, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვნისას კი _ მეორეში და ა.შ.; ბ) შემდეგი ტიპის სქემის შედგენას:

 

თემის თეზისი (წინადადების სახით)

მაგ. 1920-21 წლებში ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის დაკარგვა განაპირობა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა.

პირველი მთავარი იდეა

ა) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული პირველი დამხმარე იდეა

      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი

ბ) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული მეორე დამხმარე იდეა

      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი

მაგ., რუსეთის რევოლუცია

 

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა

 

I მსოფლიო ომის შედეგები

 

მეორე მთავარი იდეა

 

პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

 

 

 

  • მასწავლებელს (ხელმძღვანელს, თანაკლასელებს) წარუდგენს თემის შავ ვარიანტს.[1]
  • ისტორიული თემის წერის პროცესში განსაზღვრავს თემის ენობრივ მხარეს\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\წერის (სავარაუდო მკითხველის გათვალისწინებით განსაზღვრავს, რა სირთულის უნდა იყოს ნაშრომის ენა, იყოს თუ არა იგი ხატოვანი და ა.შ.). თავს არიდებს წმინდა პროფესიული ტერმინების უადგილოდ გამოყენებასა და კლიშეების ხმარებას. ციტატის მოტანისას, პერაფრაზირებისას ან სხვისი მოსაზრების გამოყენებისას აუცილებლად უთითებს წყაროს;
  • იყენებს და თანმიმდევრულად იცავს მითითების არჩეულ  სტილს, თემას დაურთავს გამოყენებული ლიტერატურის სიას, ახდენს გვერდების დანომვრას;
  • შავი ვარიანტის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უბრუნდება მას გადამუშავების მიზნით: ა) თემის ხელმეორედ წაკითხვისას ცდილობს შეხედოს თავის ნაშრომს მომავალი მკითხველის თვალით; ბ) ხელმეორედ წაკითხვის დროს ამოწმებს: რამდენად კარგად არის აგებული ნაშრომი, ემთხვევა თუ არა შავი ვარიანტი წინასწარ შედგენილ გეგმას, კარგად არის შეკრული თემა თუ არა, ლოგიკურ კავშირშია თუ არა თემის ყველა ნაწილი თეზისთან, არის თუ არა ხარვეზები არგუმენტების სხვადასხვა ნაწილს შორის, აქვს თუ არა ადგილი შინაარსის ან ფრაზების გამეორებას;
  • მეორე (ან მესამე ვარიანტის) დაწერის შემდეგ ახდენს თემის რედაქტირებას;
  • თემის საბოლოო ვარიანტის წარდგენის წინ კიდევ ერთხელ კითხულობს რედაქტირებულ ვარიანტს.    

 



[19] თემას უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა: შესავალი - თემის მთავარი პრობლემის მოკლე მიმოხილვა და ამ პრობლემისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვა თეზისის სახით; ძირითადი ნაწილი - საკუთარი პოზიციის ასახსნელად ან დასამტკიცებლად არგუმენტებისა და მაგალითების მოყვანა; დასკვნა – თემის ძირითად ნაწილში გამოთქმული არგუმენტებისა და მოსაზრებების შეჯამება.



[20] სასურველია თეზისის განსაზღვრა და წინადადებად ჩამოყალიბება კვლევის ადრეულ ეტაპზე, ე.წ. სამუსაო ტეზისი კვლევის შემდგომ ეტაპზე შეიძლებ დაიხვეწოს.

resources