ისტ.IX.6. (EN)
Grade IX
მოსწავლესშეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
Directions:კულტურა და რელიგია
Subject group:Social Sciences
Subject:History of Georgia
indicators
- აჯგუფებს, ან იერარქიული სქემით გამოსახავს წინარექრისტიანული ხანის ქართულ ღვთაებებს, მიუთითებს მათ ფუნქციებს, მოიძიებს მათ ანალოგებს ძველაღმოსავლურ, ანტიკურ და სხვა წარმართულ პანთეონებში;
- აანალიზებს, თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ (მაგ., მკაცრი იერარქიულობის დაცვა, ახალი კულტების შემოტანა და სხვა);
- აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
- აჯგუფებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, მოიძიებს მათ ანალოგიას სხვა ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში;
- ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;
- ადგენს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებული რელიგიებისა და კონფესიების სიას და მსჯელობს მათი ურთიერთობების შესახებ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფოსთან;
- აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის ეირარქიას.
resources

Activities