• შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს; • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მდებარეობას; • იყენებს პოლიტიკურ რუკას და განმარტავს პირობით ნიშნებს, რომლებითაც ხდება ტერიტორიებისა და პოლიტიკურ-კულტურული ცენტრების აღნიშვნა; • რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე; • კონტურულ რუკაზე დაიტანს ინფორმაციას სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

Directions:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
Subject group:Social Sciences
Subject:History

indicators

  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს  მისი  არჩევანის მიზეზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის/ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;
  • ცხრილის საშუალებით აჯგუფებს ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციასა და მიზნებს;
  • ადარებს ორ წყაროს, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ამ განსხვავბული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით;  
  • მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

 

resources

Activities