Information and Communications Technology
Printის ტექნ. VI.3. (EN)
Grade VI
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
Directions:კვლევა და კომუნიკაცია
Subject group:Technologies
Subject:Information and Communications Technology
indicators
- ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
- ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
- აფასებს (მაგალითად, ადასტურებს ან უარყოფს) ინფორმაციის სანდოობას; მსჯელობს ინფორმაციის სანდოობის შესახებ. კრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენების, ადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისით;
- იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).
resources

Determining the results

Additional Notices and Definitions