Information and Communications Technology

Print

ის ტექნ. V.5. (EN)

Grade V

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

Directions:კვლევა და კომუნიკაცია
Subject group:Technologies
Subject:Information and Communications Technology

indicators

  • ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
  • ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
  • ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპო­ვებულ ინფორმაციას;
  • იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
  • ახენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
  • უთითებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროებს ან/და ავტორს.

resources